Friday, December 11, 2009

ძველი ქართული მონეტები


პრიოექტის სახელი:ძ ვ ე ლ ი ქ ა რ თ უ ლ ი მ ო ნ ე ტ ე ბ ი.
პროექტის სრული აღწერა:ალბათ თითოეული ჩვენთაგანი,ვისაც ხელში ჩაუვარდებოდა ძველი ქართული ან თუნდაც რაიმე უცხოური მონეტა,დაკვირვებოდა,შეათვალიერებდა და გონებაში უამრავი შეკითხვა გაუჩნდებოდა.რ ა ს მ ო გ ვ ი თ ხ რ ო ბ ე ნ ძ ვ ე ლ ი ქ ა რ თ უ ლ ი დ ა ი ს უ ც ხ ო უ რ ი მ ო ნ ე ტ ე ბი, რომლებიც ამღოჩენილია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე?აი,კითხვა,რომელმაც დასაბამი მისცა ჩემი პროექტის შემუშავებას და განხორციელებას.პროექტის დასაწყისში,თავდაპირველად, ნება მიბოძეთ,ორიოდე სიტყვით გავაკეთო მცირეოდენი ექეკურსი მცნება მ ო ნ ე ტ ი ს შესახებ. მ ონ ე ტ ა ლათინურად ლითონის ფულის ერთეულს ნიშნავს.იგი ლითონის რომელიმე სახეობიდანაა მოჭრილი,რომელსაც აქვს განსაზღვრული ფორმა,წონა,ზომა,სინჯი და ღირებულება.მონეტების გაჩენა, როგორც ცნობილია,ქრისტეს შობამდე VII საუკუნით თარიღდება,მაგრამ ლითონის მონეტების,განსაკუთრებით კი ვერცხის მონეტის გამოყენება გაცილებით უფრო ადრეულ პერიოდში, ქრისტეს შობამდე XXIV საუკუნეში დაწყებულა მესოპოტამიაში. იქ თურმე ერთ-ერთი კანონთა კრებულის თანახმად ჯარიმაც კი არსებობდა 1 მ ი ნ ა ვერცხლის ოდენობით(დაახლოებით ნახევარი კილო ვერცხლი). მონეტას ფულის ფუნქციები გააჩნდა. იგი იყო როგორც გადახდის ასევე მიმოქცევის საშუალებაც. ძველ მსოფლიოში ოქროსა და ვერცხლის ფლობა სიმდიდრის და ძალაუფლების გამომხატველი იყო. ამ მხრივ გამოირჩეოდა ლიდიის სამეფო, სადაც მდინარე პაქტოლუსში და ადგილობრივ საბადოებში მოიპოვებოდა ძვირფასი ლითონი ე ლ ე ქ ტ რ უ მ ი(ოქროსა და ვერცხლის ბუნებრივი შენაერთი), რისგანაც ლიდიელები ამზადებდნენ ნივთებს, რომლებიც კაცობრიობის ისტორიაში მოიაზრებიან, როგორც მსოფლიოში პირველი მონეტები.საქართველოში მონეტის მოჭრა ძვ.წ-ით VI საუკუნეში დაიწყო და 1834 წლამდე გრძელდებოდა.ტერმინი ,,მონეტა'' ძველ ქართულ ისტორიულ წყაროებში არ მოიხსენიება. სამონეტო საქმიანობა საქართველოში კვლავ განახლდა 1995 წლიდან. მონეტის მოჭრის უფლება სახელმწიფო კომპეტენციაა , იგი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საბუთია.
პროექტის განხორციელების ძირითადი მიზანია - ძვ. ქართული მონეტების მოძიება, რომლის მეშვეობითაც უნდა გამოიკვეთოს პროექტის ძირითადი საკვლევი საკითხები : 1. რისგანაა დამზადებული მონეტა და აქედან გამომდინარე უნდა გაკეთდეს შესაბამისი დასკვნები. სასურველია თუ მოძიებულ მონეტას შევადარებთ მასზე უფრო ადრეულ მონეტებს. 2. უნდა გაკეთდეს მონეტის ავერსსა და რევერსზე (შუბლზე და ზურგზე) მოცემული გამოსახულებების მეცნიერული ახსნა-განმარტება საკუთარი შეხედულებებით. თითოეული დეტალის , თუნდაც ადამიანის გამოსახულების გაშიფვრა-გაანალიზება. თუ მონეტაზე გამოსახული პიროვნება შეცნობადია , ალბათ შესაბამისად გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნება იმჟამინდელ , საზოგადოებრივ-სოციალურ პირობებზე.
მონეტაზე შესაძლოა ასევე გენდერული საკითხების დადგენაც : რატომ არის რომ მონეტაზე მამაკაცები ფიგურირებენ? უნდა გაკეთდეს შესაბამისი დასკვნები. ყურადღება უნდა დაეთმოს ასევე წ ა რ წ ე რ ე ბ ს მონეტაზე. ზოგიერთ მათგანზე ორენოვანი წარწერაა გამოსახული. რას უნდა მიგვანიშნებდეს ეს ? მივიჩნევდით თუ არა ამ მეორე ენას დამპყრობელი ქვეყნის ენად და რატომ?
საინტერესო კვლევის საგანია ასევე მონეტაზე გამოსახულ პიროვნებათა თავზე გამოსახული წარწერები , მისი ჩაცმულობა , ვარცხნილობა , მონეტების ქვემოთ მიწერილი ციფრები , რას მიანიშნებს ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებანი , ორნამენტები და სხვ.
პროექტის მონაწილენი აქტიურად ებმიან მოშაობაში ზემოთ აღნიშნული საკითხების ირგვლივ და ადგენენ შემდეგ თ ე ზ ი ს ს : - ,,მონეტა'' პოლიტიკური ინფორმაციის ერთ-ერთი პირველხარისხოვანი წყაროა. მასზე მოცემულია ისეთი წარწერებიც , რომლებიც მატიანეებში არ მოიპოვება , ამით კი იგი ერთგვარად ავსებს წერილობით წყაროებს და დიდ დახმარებას უწევს ი ს ტ ო რ ი უ ლ მ ე ც ნ ი ე რ ე ბ ა ს - . ყოველიმე ამას კი შეისწავლის მეცნიერება ნ უ მ ი ზ მ ა ტ ი კ ა. სახელწოდება ნუმიზმატიკა წარმოსდგება ლათინური სიტყვისაგან ,,ნუმისმა'', რაც ლ ი თ ო ნ ი ს ფ უ ლ ს ნიშნავს.იგი მენიერულად იკვლევს ფულის ისტორიას , ძირითადად კი მონეტების ისტორიას.ნუმიზმატიკა ასევე შეისწავლის გეოგრაფიის ეკონომიკის , მეტალურგიის სხვადასხვა საკითხებს. მაგრამ პროექტიდან გამომდინარე მხოლოდ ფ უ ლ ი ს ისტორიის გაცნობით შემოვიფარგლებით. გავწევთ გარკვეულ მუშაობას წყაროებზე , პროექტის შემუშავების პროცესში გამოვიყნებთ შესაბამის რესურსებს ი ს ტ - ს და საბოლოოდ მოვახდენთ პროექტის პრეზენტაციას სკოლაში.
პროექტის მოკლე აღწერა: სახელწოდება : ,,რას მოგვითხრობენ ძველი ქართული მონეტები''.
პროექტზე მუშაობის თანმიმდევრობა : 1.მოსწავლეთა შერჩევა და მათ შორის შრომის განაწილება. 2. პროექტზე მუშაობისთვის დამხმარე წყაროთა მოძიება და საჭირო მასალის შერჩევა ისტორიის , ნუმიზმატიკის , ხელოვნების ისტორიის და სხვა დამხმარე სახელმძღვანელოებიდან , კომპიუტერიდან , გასვლითი სამუშაოებით. 3. პროექტის შესაძლო აქტივობების და დამხმარე რესურსების პრაქტიკულად გამოყენება. 4. პროექტზე მუშაობის უფრო საინტერესოდ წარმართვის მიზნით , მასში , პროექტით დაინტერესებულ პირთა , განუსაზღვრელი ასაკის მოქალაქეთა ჩართვა ი ს ტ -ის გამოყენებით და გასვლითი სამოშაობებით. 5. პროექტის მონაწილეთა თითოეული ნაშრომის ინდივიდუალური და საერთო ანალიზი , მათი შეჯერება და თ ე ზ ი ს ი ს ჩამოყალიბება. 6. პროეტის საბოლოო ვარიანტის შერჩევა. 7. პროექტის პრეზენტაცია სკოლაში , ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
მონაწილეთა ასაკი: xკლასის მოსწავლეები
სხვა მონაწილეები:განუსაზღვრელი ასაკის მოქალაქეები. ყველა ვინც დაინტერესდება ჩვენი პროექტით , პატივს დაგვდებს და მოგვაწვდის საინტერესო იდეებს და ცნობებს პროექტის ირგვლივ. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას ყურადღებისა და თანამშრომლობისათვის ! პროექტის შესაძლო აქტივობები:ვინაიდან , აქტივობებს დიდი როლი უკავიათ მოსწავლეთა შემეცნების და გააზრების უნარის ჩამოყალიბებაში , პროექტზე მუშაობის დასაწყისში უნდა მოხდეს პროექტის მონაწილეთა შესაძლებლობების გამოვლენა და მათ შესაძლებლობებთან შესაბამისი აქტივობების მისადაგება , მათივე ინტერესების გათვალისწინებით.
თუ გვსურს , რომ პროექტით გათვალისწინებული მონეტების მოძიება და მათი კვლევა წარმატებით წარიმართოს , საჭიროა შემდეგი აქტივობების გამოყენება : 1. სპეციალური სამეცნიერო და პოპულარული მასალის მოძიება ბიბლიოთეკასა და არქივში , ელექტრო წყაროების და კატალოგების მეშვეობით. 2. მასალების მოძიება ინტერნეტში (პირველადი და მეორადი წყაროების მოძიებაც). 3. ნაშრომის ციტირება და ბიბლიოგრაფია (გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი ნაშრომის ბოლოში). 4. სქოლიოების ანუ სხვისი ნააზრევის ტექსტში თანადროული გამოყენება. 5. პირველადი და მეორადი წყაროების შესწავლის შემდეგ , ძირითადი დასკვნების და თეზისის ანუ მოსაზრების ჩამოყალიბება , რომელიც უშუალოდ , კვლევის პროცესში ჩამოყალიბდა. 6. თემის ირგვლივ კვლევის პროცესის დასრულება. 8. თემის საბოლოო სახის მიცემა და გეგმის შედგენა (სათაური , სარჩევი , შესავალი , ძირითადი ნაწილი , დასკვნა და გამოყენებული ლიტერატურა). 9. თემის წარდგენა პროექტის პრეზენტაციაზე ი ს ტ -ის ტექნოლოგიების გამოყენებით.
მოსალოდნელი შედეგები:პროექტში ჩემს მიერ მარტივად შეთავაზებული აქტივობები ალბათ გამოიწვევს მოსწავლეთა შინაგან მოტივაციას , მათ ორგანიზებას , არ გამოიწვევს რაიმე გაუგებრობას , ზუსტად ჩავჯდებით დროში. ვეცდები ჩემი მიდგომა პროექტის მონაწილეთათვის იყოს მხარდამჭერი და წამახალისებელი , რაც ხელს შეუწყობს პროექტის წარმატებით დასრულებას.
სარგებელი სხვებისთვის:ჩემი პროექტით , ვფიქრობ , ბევრი დაინტერესდება , ვინაიდან იგი ჩვენს მატერიალურ და სოციალურ წარსულს ეხმიანება და ესადაგება მეცნიერებას ,,ნუმიზმატიკა'', რომელიც შეისწავლის ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს საგანს , ,, ფულს'' და მის ისტორიას , რომლის გარეშეც , შორეულ წარსულშიც და დღესაც წარმოუდგენელია ცხოვრება. თუ რა სარგებლობას მოუტანს ჩემი პროექტი სხვებს , ამაში ალბათ ნუმიზმატიკოსებიც დამეთანხმებიან , რომ ნუმიზმატიკის ღრმა ცოდნას ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ადამიანისათვის.
შეისწავლეთ ,,რას მოგვითხრობენ მონეტები'' და ამაში თავად დარწმუნდებით.
და ბოლოს , როგორც პროექტის ფასილიტატორის , ჩემი მოკრძალებული თხოვნაა საქართველოს ტელევიზიისადმი - უახლოეს მომავალში მოაწყოს ერთი ,ან თუნდაც რამოდენიმე გადაცემა პროექტის სახით: ,,რას მოგვითხრობენ მონეტები'', ტელესტუდიაში ისტორიკოსების ,ნუმიზმატიკოსების და საზოგადოების იმ წარმომადგენლების მოწვევით , რომლებიც დაინტერესებულნი არიან ნუმიზმატიკის საკითხებით. . ვიმედოვნებ , ამ გადაცემას ეყოლება მაყურებელთა დიდი აუდიტორია.

სამუშაო ენა : ქართული
პროექტის ხანგრძლივობა : 5 თვე
პროექტის ფასილიტატორი : მარინა შავგულიძე ელ.ფოსტა :shavgulidzemarina@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი :savgulidzemarina.blogspot.com